08:18 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 16:39:20, 1143 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 6 წელი შესრულდა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 6 წელი შესრულდა. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, საქართველოს პასპორტით უვიზოდ მიმოსვლა მსოფლიოს 106 ქვეყანაშია შესაძლებელი, ბიომეტრიულ პასპორტს კი, საქართველოს 1 700 000-მდე მოქალაქე ფლობს.

"იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებისა და შენარჩუნების პროცესში.

ევროკავშირთან თანამშრომლობით წარმატებით განხორციელებული ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების - პირადობის ელექტრონული მოწმობის და ბიომეტრიული პასპორტის - სანდოობა საერთაშორისო დონეზეა აღიარებული.

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია; საქართველოს პასპორტით უვიზოდ მიმოსვლა მსოფლიოს 106 ქვეყანაშია შესაძლებელი. ბიომეტრიულ პასპორტს ამ დროისთვის საქართველოს 1 700 000-მდე მოქალაქე ფლობს", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics