2023-03-28 09:00:28, 1394 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ 12 „კამიკაძე“ დრონი და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო
რუსეთმა, 28 მარტის ღამეს, უკრაინაზე Shahed-136/131-ის ტიპის დრონებითა და მართვადი ბომბებით თავდასხმა განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, 12 ერთეული Shahed-136/131 და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
მათივე ინფორმაციით, ირანული დრონებით შეტევა ჩრდილოეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან განხორციელდა. ოკუპანტების Су-35 მოიერიშე თვითმფრინავები როსტოვის ოლქის მოროზოვსკის აეროდრომიდან აფრინდნენ და ორი მართვადი საჰაერო ბომბით თავს ხერსონის რეგიონს დაესხნენ.
"განადგურდა 13 საჰაერო სამიზნე: 12 ერთეული Shahed-136/131 და ერთი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი Granat-4", - ნათქვამია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, წუხელ უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,