|
2023-03-27 18:01:31, 1610 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - რეჟიმი, რომელიც რამიშვილისნაირი სამარცხვინო ადამიანის დაკვეთას შეუსრულებს, ჩვენი მომავლის საფრთხეა
რეჟიმი, რომელიც რამიშვილის მსგავს სამარცხვინო ადამიანს საკუთარი ინტერესისთვის დაკვეთას შეუსრულებს, ჩვენი მომავლის საფრთხეა, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ტელეკომპანია POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებსა და განვითარებულ მოვლენებს. მისივე თქმით, დამატებით კატასტროფაა ის რაც საზოგადოებამ იხილა, რაც სამარცხვინო ადამიანის მიერ დაორგანიზებული პოლიციის ქმედებას გულისხმობს, რომლის დროსაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაინტერესებული მხარის მიერ დადგმული მიზეზებით სახლში შეუვარდნენ. "ანუ რა სტანდარტია, ასეთმა სამარცხვინო მედია-საშუალებამ წყაროზე დაყრდნობით თქვა, რომ ვიღაცაზე ძალადობენ და პოლიცია ადამიანს სახლში შეუვარდა, რაზეც პასუხს არავინ არ აგებს. აქამდე მივიდა ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის ის ამბავი, რასაც არ ეშველება სულ რომ გაქრეს შალვა რამიშვილი ხვალ. რეჟიმი, რომელიც ნებისმიერ სამარცხვინო ადამიანს საკუთარი ამოცანებისთვის ასეთ დაკვეთას შეუსრულებს, არის ჩვენი მომავლისთვის უდიდესი საფრთხე“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)