|
2023-03-26 18:54:09, 749 ნახვა
პოლიტიკა
მთავარეპისკოპოსი იაკობი - ჯერ არ იყო არც კანონი მიღებული, არაფერი და ვაი ვიში შექმნეს, თავი გაიშიფრეს - ვიდეო
ჯერ არ იყო არც კანონი მიღებული, არაფერი და ვაი ვიში შექმნეს, ეს როგორ შეიძლება, ეს როგორ შეიძლება, თავი გაიშიფრეს, - ამის შესახებ, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა. " მოვუსმინე ჩვენს პოლიტიკოსებს - უცხოეთში რომ იღებენ, ისინი თავიანთი მტრების წინააღმდეგ იღებენო, სახელმწიფოების წინააღმდეგ, ჩვენთან რომ იღებენო სასამართლო არ გვაქვსო წესიერიო და ამიტომო ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ იღებენო. ჯერ არ იყო არც კანონი მიღებული, არაფერი და ვაი ვიში შექმნეს, ეს როგორ შეიძლება, ეს როგორ შეიძლება, თავი გაიშიფრეს, რომ ე.ი. ისეთ რამეს არ აკეთებდნენ. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა ესე - მხოლოდ სია შეედგინათ იმათი, აგენტსაც ნუ დაარქმევდნენ, სია თუ ვინ ფინანსდება... ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება, თუ გვინდა ცივილიზებულ მსოფლიოში ვიყოთ, თორემ რომ შეხვალ ის კანონი გამზადებული დაგვხვდება იქ" - განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა. პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. მანამდე, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. საზოგადოებრივი კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალური" იყო.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)