|
2023-03-23 17:36:24, 1941 ნახვა
კომენტარი
რესპუბლიკურის დირექტორი - გეგმა, რომ შენობა გაიყიდება ან სხვა სახის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება, არ არსებობს
არანაირი გეგმა იმის თაობაზე, რომ ამ ტერიტორიაზე რამე სხვა ტიპის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება არ არსებობს, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ზაზა ავალიანმა განაცხადა. მისი თქმით, თანამშრომლების ვნებათაღელვა გამოიწვია იმ საკითხმა, თუ რა ბედი ეწევათ მათ, იქამდე, სანამ ახალი შენობის აშენება ან განახლება მოხდება, ამ ყოველივეზე პასუხი კი მათ, სამინისტროს ოფიციალური განაცხადით მიეწოდებათ. "არანაირი გეგმა იმის თაობაზე, რომ ამ ტერიტორიაზე რამე სხვა ტიპის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება, რომ რესპუბლიკური გაიყიდება როგორც ქონება და აქ სხვა რამ აშენდება, ასეთი განზრახვა არ არსებობს. აქ საუბარი მიდის იმ ძირითად ნაწილზე, რაც მათ აღელვებს, რომ როგორი იქნება მათი შემდგომი ბედი იმ პერიოდში, რაც დასჭირდება ახალი შენობის აშენებას ან განახლებას. ეს საკითხები მათ მიეწოდებათ სრულად ინფორმაციის სახით. სამინისტრო ამის თაობაზე გააკეთებს საჯარო განაცხადს", - განაცხადა ავალიანმა. შეგახსენებთ, 21 მარტს გავრცელდა ღია წერილი, რომელშიც კლინიკის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)