|
2023-03-22 14:29:00, 887 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე დაპირისპირებაზე - დეპუტატს აქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ეს თმენის ვალდებულება ცალმხრივი ხომ არ არის
დაუშვებელია ყოველგვარი ძალადობა - მიკროფონის დარტყა იქნება, ხელის თუ ფეხის, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, დეპუტატს თმენის ვალდებულება აქვს, თუმცა ეს ვალდებულება ცალმხრივი არ არის. "რომ გითხრათ ეხლა, სპორტზე კამათობდნენ, შეყვნენ მერე ერთმანეთს და იჩხუბეს-მეთქი, მოგატყუებთ და იყო ინციდენტი, უსიამოვნო, არ არის კარგი ამბავი, მაგრამ გაუადვილდათ ჩვენს პატივცემულ ოპონენტებს რაღაცების ლაპარაკი, ლაპარაკის საშუალება. ისე გეტყვიან, ისე მიაყენებენ უმძიმეს შეურაცხყოფას, რაც განსაკუთრებით ქართველი ადამიანისთვის, ქართველი კაცისთვის არის ძალიან მძიმე ასატანი, მოსათმენი. თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, რომ როგორ, თმენის ვალდებულება არ გაქვთ? - რა თქმა უნდა, დეპუტატს აქვს თმენის ვალდებულება ერთმანეთის გამონათქვამების მიმართ თუნდაც, მაგრამ ეს თმენის ვალდებულება ცალმხრივი ხომ არ არის?! ისეთ სიბინძურეს კადრულობენ ხოლმე, რაც შეიძლება ჩვეულებრივ შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა შედეგებით დასრულდეს. შეუძლებელია იმის მოთმენა, რასაც ეს ადამიანები რიგ შემთხვევაში კადრულობენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებლები პირველი მოსმენით "თავდაცვის კოდექსს" განიხილავენ, ცოტა ხნის წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ტარიელ ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა, რის შემდეგაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა მიკროფონი ასევე ტარიელ ნაკაიძეს ესროლა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)