11:29 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 13:42:21, 1509 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ მონაკვეთზე დასუფთავების აქცია გაიმართა

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ მონაკვეთზე დასუფთავების აქცია ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარემოსდაცვით აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა და დირექტორმა დავით ფაჩულიამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ.

„თბილისის ზღვა დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი წყალსაცავია და ჩვენ სანაპირო ზოლს სისტემატურად ვასუფთავებთ. ამჯერად თბილისის ზღვის სანაპიროს ერთ-ერთი მონაკვეთი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დავასუფთავეთ. მსგავსი ტიპის აქციებს მომავალშიც აუცილებლად დავგეგმავთ. წყლის რესურსების დაცვის დღე მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი აქტივობების ჩასატარებლად და ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

მათივე ცნობით, ანალოგიური ღონისძიებები, დედაქალაქის გარდა, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მთელი კვირის განმავლობაშია დაგეგმილი. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით, 1993 წლიდან აღინიშნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics