|
2023-03-21 21:05:28, 1802 ნახვა
კომენტარი
ხაბეიშვილი - რუსმა ოლიგარქმა, ბორის ივანიშვილმა, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, თავისუფალ მედიას გაჩუმების განაჩენი გამოუტანა
რუსმა ოლიგარქმა, ბორის ივანიშვილმა, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, განაჩენი გამოუტანა ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალ მედიას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა დღევანდელ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსმა ოლიგარქმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გაჩუმება გადაწყვიტა, ტელეკომპანიას კი სოლიდარობა გამოუცხადა. „რუსმა ოლიგარქმა, პუტინ-ევტუშენკოვის ხელის ბიჭმა - ბორის ივანიშვილმა, ამჯერად ტელეკომპანია „ფორმულას“ გამოუტანა დახურვის, გაჩუმების გადაწყვეტილება. სიმტკიცე და გამძლეობა „ფორმულელებო“! ამ ბრძოლას ოკუპანტების, კრემლისტებისა და პუტინისტების წინააღმდეგ, ქართველი ხალხი მოიგებს“. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 060 000 ევროს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 3 000 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდა დაეკისრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)