|
2023-03-21 17:39:33, 1550 ნახვა
რეგიონი
ამბროლაურის პროკურატურის წარმომადგენლებმა, კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ამბროლაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ამბროლაურსა და ონში ადგილობრივ მოსახლეობასთან, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. შეხვედრაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის" დახმარებით ჩატარდა, პროკურატურის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, სქესობრივი დანაშაულებისა და ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზების და გენდერული სტერეოტიპების განხილვას. საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)