|
2023-03-20 23:35:55, 1610 ნახვა
კომენტარი
გრეგოროვა - არ მესმის, როგორ შეიძლება საქართველოში იყოს ადამიანი, რომელსაც რუსეთთან დაახლოება სურს
მე არ მესმის, როგორ შეიძლება საქართველოში იყოს ადამიანი, რომელსაც სურს რუსეთთან დაახლოება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ახლა არის კარგი შესაძლებლობა, იმისა, რომ მოხდეს გარკვევა თუ რა კურსით სურს ქვეყანას სვლის გაგრძელება, იქნება ეს პრორუსული, იმის ფონზე, რომ ქვეყნის 20% რუსეთის მხრიდან არის ოკუპირებული, თუ სვლა იქნება პროევროპული, რომელიც მიმართულია განვითარებისკენ. "ვთვლი, რომ ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი დრო საქართველოსთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მოხდეს დემონსტრირება იმისა, თუ რა მიმართულება სურთ. იქნება ეს უფრო პრორუსული თუ უფრო მეტად პროევროპული. მე სურვილი მაქვს, ეს იყოს უფრო პროევროპული, მაგრამ უცხოელი აგენტების კანონით ჩვენ ვიხილეთ, რომ არსებობს ხალხი, რომელთაც სურთ რუსული მიმართულებით მოძრაობა. მე არ მესმის, როგორ შეიძლება საქართველოში იყოს ადამიანი, რომელსაც სურს რუსეთთან დაახლოება, როდესაც რუსეთი ოკუპაციას ახდენს საქართველოს ტერიტორიებისა. ეს გახლავთ უწყვეტი პრობლემა და იმედი მაქვს, რომ პროევროპული გზა და პოზიცია გაიმარჯვებს საქართველოში", - განაცხადა გრეგოროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)