|
2023-03-20 23:04:35, 962 ნახვა
პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ დაკავებული ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის. მიუხედავად ამისა, 11 მარტს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, გამოიკვეთა მე-3 მუხლის დარღვევა, რომელიც ეხება წამებას, არაადამიანურ ანდა ღირსების შემლახველ მოპყრობას. სახალხო დამცველის აპარატმა ხელისუფლებას ასევე მოახსენა ექსპერტების დასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაიარა ქვეყანაში არსებული ყველა მკურნალობა, მისი მდგომარეობა „სწრაფად უარესდებოდა“. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვია მონაცემნთა დაცვის კანონი, მაშინ, როდესაც მსჯავრდებული სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში გადაყვანისას წამების ამსახველი ვიდეო მასალა გამოაქვეყნეს. მოხსენებაში ასევე გამოთქმული იყო შეშფოთება, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისგან დაცვაზე.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)