|
2023-03-20 19:31:12, 1513 ნახვა
კომენტარი
პაპუაშვილი სტუდენტებზე - პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები
პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინირებით ცდილობენ, რომ ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ, - ასე გამოეხმაუარა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმ ახალგაზრდების, რომლებმაც პარლამენტის წინ ხალხის ძალის მიერ ინიცირებული "უცხოური აგენტების" კანონი გააპროტესტეს. მისივე თქმით, ოპოზიცია ამ გარემოებებით ცდილობს ქვეყანაში სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს. "1000-ლარიანი ახალგაზრდები, რომელთა შეშვებაც ხდება ამა თუ იმ ლექტორთან აუდიტორიაში. ვნახეთ ბოლო ფაქტი, ირაკლი კობახიძის ლექციისას მცდელობა იყო ჩაშლის, ადამიანი, რომელიც სტუდენტიც კი არ არის. პირდაპირ პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინირებით ცდილობენ, რომ ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ. ამ გარემოებაში ცდილობს, რომ გვამყოფოს ჩვენ ოპოზიციამ და სწორედ ეს სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)