|
2023-03-18 14:10:05, 1758 ნახვა
კომენტარი
დეკანოიძე ზარდიაშვილის საქმეზე - 6 წელი მიუსაჯეს ქალს, რომელმაც სისტემის მხილება სცადა
6 წელი მიუსაჯა მოსამართლე ჩხიკვაძემ ახალგაზრდა ქალს, ყოფილ პოლიციელს, რომელმაც 2020 წელს სისტემის მხილება სცადა და საჯაროდ ისაუბრა მის სამუშაო ადგილას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში შესაძლო დანაშაულებზე, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე პოლიციის ყოფილ თანამშრომელის, ნატალია ზარდიაშვილს საქმეს. მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში ასეთი სიტუაციაა და მოქალაქეების წინააღმდეგ სამართალდამცველები და სისტემა იყენებს ძალას, ამ დროს სასამართლო დაუპირისპირდა ახალგაზრდა 2 შვილიან ქალს, რომელიც მხოლოდ თავის უფლებამოვალეობას ასრულებდა. "6 წელი მიუსაჯა მოსამართლე ჩხიკვაძემ ახალგაზრდა ქალს, ყოფილ პოლიციელს, რომელმაც 2020 წელს სისტემის მხილება სცადა და საჯაროდ ისაუბრა მის სამუშაო ადგილას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში შესაძლო დანაშაულებზე. მაშინ, როცა სასტიკი დარბევა ხდება პოლიციელების მიერ და ადამიანების მიმართ - თავლების გამოთხრა, ფიზიკური ძალადობა და ა.შ. მთელი სისტემა, თავისი სასამართლოს მეშვეობით დაუპირისპირდა ამ ახალგაზრდა ქალს და 6 წლით გაუშვა ციხეში 2 არასრულწლოვანის დედა, რომელიც მხოლოდ თავის უფლებამოვალეობას ასრულებდა" - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)