|
2023-03-17 22:58:51, 1918 ნახვა
კომენტარი
მედვედევი ჰააგის გადაწყვეტილებაზე - ეს ქაღალდი გამოყენებული უნდა იქნას ტუალეტში
რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის საკითხს გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მან განაცხადა, რომ არ არის საჭირო ახსნა თუ სად უნდა იქნას ეს გადაწყვეტილება გამოყენებული და და ნაწერს ტუალეტის ქაღალდის ემოჯი დაურთო. "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. არ არის საჭირო იმის ახსნა, სად უნდა იქნას გამოყენებული ეს ქაღალდი", - წერს მედვედევი. შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)