|
2023-03-17 22:30:13, 755 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი ჰააგის გადაწყვეტილებაზე - პუტინი ვეღარ გავა კრემლიდან, ეს არის სიგნალი პუტინისტური რეჟიმებისთვის
ბიძინა ივანიშვილის პატრონი, მსოფლიოში აღიარებული ტერორისტი, პუტინი ფაქტობრივად, ჩაკეტეს, გამოკეტეს მოსკოვში, რაც ნიშნავს იმას, რომ მას აღარ შეეძლება ევროპაში, ცივილიზებულ სამყაროსთან კონტაქტი, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი მსოფლიომ უკვე ოფიციალურად დამნაშავედ სცნო, აქედან გამომდინარე "ქართული ოცნების" წევრების, რომლებიც რუსულ პოლიტიკას ატარებენ მათი დღეები არის დათვლილი. „ბიძინა ივანიშვილის პატრონი, მსოფლიოში აღიარებული ტერორისტი, პუტინი ფაქტობრივად, ჩაკეტეს, გამოკეტეს მოსკოვში, რაც ნიშნავს იმას, რომ მას აღარ შეეძლება ევროპაში, ცივილიზებულ სამყაროსთან კონტაქტი და თუ ის დააპირებს ამას, მას დააკავებენ. ეს არის კონკრეტული გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, ის, როგორც დამნაშავე, მსოფლიომ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა. პუტინი ვეღარ გავა კრემლიდან და ის გამოკეტილია მოსკოვში. ეს არის სიგნალი პუტინისტური რეჟიმებისთვის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ კიდევ უფრო ახლოვდება და რეალური ხდება სანქცირება რუსი ოლიგარქის, ვგულისხმობ, ბიძინა ივანიშვილს და მე მინდა გავაფრთხილო რუსული ოცნების წარმომაგენლები საქართველოში, რომ მათი პოლიტიკური დღეები არის დათვლილი და მეტიც, საქართველოს ისტორიისა და მსოფლიო ისტორიის წინაშე, ისინი იქნებიან თავმოჭრილები, შერცხვენილები, როგორც მთავარი პუტინისტები და კრემლის გამგრძელებლები საქართველოში. კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე არსებობს და დამნაშავეს, მსოფლიოს ტერორისტს, ფეხქვეშ რამდენიც არ უნდა გაეგოთ იცოდეთ, რომ ის დამარცხებულია და როგორც პოლიტიკოსი აღარ არსებობს, არსებობს, როგორც ტერორისტი დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის.“ - განაცხადა ხაბეიშვილმა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)