13:16 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 13:20:05, 696 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფემიციდის თემაზე შექმნილი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფემიციდის თემაზე შექმნილი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

კონკურსი ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა და საგამოფენოდ 20 საკონკურსო ნამუშევარი შეირჩა.

მონაწილეებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმართა. თამარ ტყეშელაშვილი კონკურსის მონაწილეებს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

„იუსტიციის სამინისტრო არის ის ერთ-ერთი სამაგალითო უწყება, სადაც დასაქმებულ ქალთა რაოდენობა ჭარბობს მამაკაცების რაოდენობას, განსაკუთრებით, მენეჯერულ პოზიციებზე. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი თანამშრომელი ქალების უფლებები იყოს დაცული როგორც ოჯახში, ისე სისტემის ფარგლებში, და მთლიანად საზოგადოებაში. ამ გრძელ და გამოწვევებით სავსე გზაზე ჩვენ არაერთი საინფორმაციო თუ საკონსულტაციო შეხვედრა გავმართეთ მიზნობრივ ჯგუფებთან და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები", – განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

კონკურსის გამარჯვებულს გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ საჩუქარი გადასცა, სხვა მონაწილეები კი სიგელებით და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

მხატვრული ნამუშევრების კონკურსი იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში. 
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მსროლელი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics