13:16 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 10:38:42, 861 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო მოსწავლეებისთვის ახალი პროექტის - „ჯარის ბანაკის“ დაწყებისთვის ემზადება

ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით თავდაცვის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებული პროექტია და მას თავდაცვის უწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად განახორციელებს. „ჯარის ბანაკი“ ზაფხულში კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მოეწყობა და მასში ჩართვა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ. 

„თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრების მოადგილებმა, გრიგოლ გიორგაძემ და თამარ მახარშვილმა ბანაკისთვის განსაზღვრული ინფრასტრუქტურა პირადად მოინახულეს და სამხედროებთან ერთად თითოეული დღის პროგრამის შედგენაზე იმსჯელეს. საზაფხულო „ჯარის ბანაკის“ აღსრულებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უზრუნველყოფს. სერჟანტთა აკადემიაში ბანაკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული და ფიზიკური აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს დღის გეგმაზე მუშაობა და სხვადასხვა აქტივობის პროგრამის დეტალურად გაწერა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მსროლელი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics