2023-03-16 14:50:38, 791 ნახვა
საზოგადოება
იოზვიაკი - პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მონახულების ნება დართეს
ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო. აღნიშნულის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს Twitter-ზე წერს.
მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია თარიღი, როდის გაემგზავრებიან პოლონელი ექიმები საქართველოში. ამასთან, საუბარი არ არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოლონეთში ან სხვაგან გადაყვანაზე.
"ევროკავშირის ოფიციალური პირები: პოლონურ სამედიცინო ჯგუფს მიეცა სააკაშვილთან წვდომის უფლება. ჯერ უცნობია, როდის გაემგზავრებიან ისინი საქართველოში. და ეს არ ეხება ყოფილი პრეზიდენტის პოლონეთში ან სხვაგან გადაყვანას",- წერს იოზვიაკი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,