|
2023-03-16 11:30:41, 784 ნახვა
პოლიტიკა
კუბილიუსი - ქართველებს აქვთ სურვილი, შეუერთდნენ EU-ს - სამწუხაროდ, მთავრობა მთავარი დაბრკოლება გახდა
ქართველებს აქვთ სურვილი, შეუერთდნენ ევროკავშირს. სამწუხაროდ, მთავრობა ინტეგრაციის გზაზე მთავარი დაბრკოლება გახდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა სტრასბურგში ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კუბილიუსის თქმით, პროევროპული ოპოზიცია არის ალტერნატივა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა შეუძლია. "ძალიან კარგი შეხვედრა იყო და ძალიან სასიამოვნოა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასე ერთად ჩამოვიდნენ აქ. ჩვენ დავინტერესდით, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ მომავალში და მკაფიოდ ვთქვით, რომ ქართველებს აქვთ სურვილი, შეუერთდნენ ევროკავშირს. სამწუხაროდ, მთავრობა ინტეგრაციის გზაზე გახდა მთავარი დაბრკოლება. ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური პროვოკაციები "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, მაგრამ მაქვს მოლოდინი, რომ იქნება უფრო მეტი პროვოკაცია. პროევროპული ოპოზიცია არის ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. როგორ გააკეთებენ ისინი ამას, რა გამოვა მომავალი წლის არჩევნებიდან და ასე შემდეგ - ჩვენ ყველა ეს საკითხი განვიხილეთ. ჩვენი ინტერესია, დავეხმაროთ ქართველ ხალხს", - აცხადებს კუბილიუსი.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)