14:06 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 23:25:10, 850 ნახვა

საზოგადოება
„TV პირველის“ ცნობით, კაცი, რომელმაც ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა, მათ ჟურნალისტს თავს დაესხა - დაწყებულია გამოძიება

"TV პირველის" ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდასხმა მოხდა, ახალი ამბების სამსახურის ჟურნალისტს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "TV პირველი" ავრცელებს.

მათივე თქმით, მაშინ, როდესაც მათი ჟურნალისტი ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, ადამიანთან, რომელმაც პარლამენტის შენობის წინ ევროპავშირის დროშა ჩამოხსნა, ჟურნალისტის დანახვისთანავე მან ჟურნალისტს დაუმტვრია ტელეფონი, რომლითაც იგი ვიდეოს იღებდა და ამასთან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

"ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, რომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად მის თანაგუნდელებს გადასცა.

"ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, რომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად მის თანაგუნდელებს გადასცა.

ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, ანდღულაძემ დაამტვრია მობილური ტელეფონი, რომლითაც ჟურნალისტი ვიდეოგადაღებას აწარმოებდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა TV პირველის ჟურნალისტს ნატო გოგელიას", - აღნიშნავენ ტელევიზიაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,  სოფელ ბახვში "TV პირველის" ჟურნალისტ ნატო გოგელიასთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით  გამოძიება დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics