|
2023-03-15 18:50:10, 768 ნახვა
პოლიტიკა
ALDE-ს პრეზიდენტი - მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა გვინდა ნამდვილი რეფორმების დანახვა
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა მანამდე გვინდა დავინახოთ რეფორმები, ოღონდ ნამდვილი და არა ყალბი, - ამის შესახებ ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის პრეზიდენტმა ილჰან კიუჩუკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ამ მძიმე პერიოდში ქართველი ხალხის გვერდით დგანან. მან დასძინა, რომ ფუნდამენტური უფლებებისა და ევროპული ფასეულობების პატივისცემას მოაქვს კანონის უზენაესობა. "საქართველოს დემოკრატიისთვის ამ რთულ დროს ჩვენ ქართველი ხალხის, ასევე ქართველი ლიბერალებისა და დემოკრატების გვერდით ვდგავართ. ჩვენ მხარს ვჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა მანამდე გვინდა დავინახოთ რეფორმები, ოღონდ ნამდვილი და არა ყალბი. რეფორმებს, ფუნდამენტური უფლებებისა და ევროპული ფასეულობების პატივისცემას მოაქვს კანონის უზენაესობა", - განაცხადა ილჰან კიუჩუკიმ.
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აშშ-მ და ირანმა ორმხრივი დაბომბვები განაახლეს
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)