15:46 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-11 17:31:54, 911 ნახვა

საზოგადოება
„არა მონობას!“ - ჯარში სავალდებულო გაწვევის წინააღმდეგ პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტია „გირჩის“ აქცია, სახელწოდებით „არა მონობას“ მომდინარეობს, სადაც „თავდაცვის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ. ადგილზე შეკრებილი არიან მედიასაშუალებების წარმომადგენლები, სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

„გირჩის“ დეპუტატის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა ნებაყოფლობითი იყოს.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ ჯარი იყოს ნებაყოფლობითი, რომ არავინ არ გაიწვიონ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. თუ მთავრობა ამბობს, რომ პატრიოტია, ფიქრობს მოსახლეობაზე, თავდაცვისუნარიანობაზე, ჯარზე, ერთ-ერთი რამ რაც მისი მოვალეობაა - შექმნას სათანადო პირობები ჯარში, გადაუხადოს ღირსეული ხელფასი [ჯარისკაცებს] და მაშინ ხალხი ნებაყოფლობით წავა ჯარში”,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ თადაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ახალი კოდექსით, სტუდენტებს  სავალდებულო სამხედრო სამსახური არ შეეხებათ და გაწვევა მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ:

  • თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი;
  • გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი - სერჟანტის წოდება;
  • ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics