|
2023-03-09 20:15:22, 788 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - კანონპროექტების გაწვევით დადასტურდა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანი, მიზანი კი, ევროპული მომავალია
კანონპროექტების უპირობო გაწვევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, მიზანი კი, გაერთიანებული სამშობლოს მშვიდობიანი და ევროპული მომავალია, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. კალაძის განცხადებით, ხელისუფლებას ევროპული არჩევანისა და ფუნდამენტური ღირებულებებისთვის არასდროს უღალატია და ხალხის სამართლიან ნებას ყოველთვის ითვალისწინებდა. "ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ქართველი ხალხის უალტერნატივო არჩევანია. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების გარშემო შექმნილმა დეზინფორმაციის კამპანიამ საზოგადოების ნაწილში კითხვის ნიშნები გააჩინა, დაბნეულობა და ვნებათაღელვა გამოიწვია, რის გამოც გულწრფელი მოქალაქეები ევროპული მომავლის სასარგებლოდ, საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ქუჩაში გამოვიდნენ. რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ლეგიტიმურ მოსაზრებას, რომ კანონპროექტების რეალური მიზნების გარშემო შექმნილი გაურკვევლობა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და მეტად უნდა გვეზრუნა, რომ სიცრუის ნიაღვარის ფონზე, სიმართლე რიგით მოქალაქეებამდე უფრო გასაგებად მიგვეტანა. საბედნიეროდ შევძელით, რომ საზოგადოების, გულანთებული ახალგაზრდების პროტესტი ქაოსსა და გამოუსწორებელი ზიანის მომტან დაპირისპირებაში არ გადაიზარდა, რაც კეთილსინდისიერი მოქალაქეების, სამართამდამცველების, პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისა და ეკლესიის, ჩვენი ყველას დამსახურებაა. მადლობა ყველას ვინც, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ცივილური ფორმებით იყენებდა და დესტრუქციულ ძალებსა თუ ცალკეულ პირებს რადიკალიზაციის საშუალებას არ აძლევდა. მადლობა შს მინისტრსა და სამართალდამცველებს, რომლებმაც კანონის უზენაესობის, ევროპული ოჯახის ფუნდამენტური ღირებულების დაცვა მაღალი პროფესიონალიზმით უზრუნველყვეს. მადლობა ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებსა და მხარდამჭერებს, რომლებმაც მასშტაბური ბულინგისა და უსაფუძვლო შეურაცხყოფების კასკადს ღირსეულად გაუძლეს. "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არასდროს გადაუხვევია არც ევროპული არჩევანის და არც ფუნდამენტური ღირებულებებისთვის, ყოველთვის უსმენდა და ითვალისწინებდა ხალხის სამართლიან ნებას, რაც მომავალშიც ასე გაგრძელდება. კანონპროექტების უპირობო გაწვევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, მიზანი კი, გაერთიანებული სამშობლოს მშვიდობიანი და ევროპული მომავალია. ყველანი ერთად და ღირსებით ევროპისკენ!" - წერს კალაძე. შეგახსენებთ, დღეს, 9 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია. კანონპროექტის გამოთხოვის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7-8 მარტს გამართულ აქციები წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის საშუალებით დაშალა.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)