12:05 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-09 13:39:56, 852 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - მოღალატეები და რუსები დარჩნენ მოღალატეებად და რუსებად, თანმიმდევრული ბრძოლა უნდა გაგრძელდეს

მოღალატეები და რუსები დარჩნენ მოღალატეებად და რუსებად, თანმიმდევრული ბრძოლა და მუშაობა უნდა გაგრძელდეს,- ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროპული პერსპექტივის ერთი საფრთხე სავარაუდოდ გადადებულია, მაგრამ პერსპექტივა არ დაბრუნებულა, ამიტომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

"ხალხის და სიმართლის ძალის რწმენა უნდა დავიბრუნოთ და ეს დღეები სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩემთვის ეს ყველაზე მთავარია! მადლობას ვერავის ვეტყვი, ყველა საკუთარი იდეისთვის იბრძოდა და მადლობა უადგილო და უხერხული სიტყვა მგონია.

მოღალატეები და რუსები დარჩნენ მოღალატეებად და რუსებად. შესაბამისად, თანმიმდევრული ბრძოლა, მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

თავი გვაბია მხრებზე და ამათი ტაქტიკური ტყუილებიც კარგად ვიცით, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, ყველაზე უღირსი ტყუილისთვის. სანამ არ გაფორმდება არაფერია მიღწეული.

ევროპული პერსპექტივის ერთი საფრთხე სავარაუდოდ გადადებულია, მაგრამ პერსპექტივა არ დაბრუნებულა, ამიტომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.

პატიმრები დაუყოვნებლივ უნდა გამოუშვან!

ყველას ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომელიც წარმატების თუ წარუმატებლობის მიხედვით არ უნდა ირხეოდეს, ხოდა ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში გავაგრძელოთ შემდეგ ნაბიჯებზე ფიქრი. მადლობას კი ვეტყვი ყველა პარტიას და არასამთავრობოს კოორდინაციისთვის და თანამშრომლობისთვის (თუნდაც მჟავე სახით).

დღეს ვიქნები 19:00-ზე პარლამენტთან",- წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, დღეს, 9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი გაიწვიოს. უმრავლესობამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენის ხარჯზე საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანა და "კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში" ახალგაზრდების ნაწილის ჩათრევა დაასახელა.

პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. 

ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.

კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics