15:45 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-08 14:20:46, 1532 ნახვა

საზოგადოება
გია ჯაფარიძე - ზურას დაზიანებები აქვს თავზე, არის „დუბინკებით“ ნაცემი

ზურა დაკავებულია და არის პოლიციის მიერ „დუბინკებით“ ნაცემი - ამის შესახებ ზურა ჯაფარიძის ძმა, გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, ამჟამინდელი ინფორმაციით, ზურა ჯაფარიძე საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. 

როგორც გია ჯაფარიძე განმარტავს, მისი ძმის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები და რამდენიმე საელჩო. 

''ბევრი მირეკავს ზურას შესახებ და ვერ ვპასუხობ ყველას. კი, ზურა დაკავებულია და არის პოლიციის მიერ "დუბინკებით" ნაცემი. დაზიანებები აქვს თავზე. რა ინფორმაციაც ახლა გვაქვს, ის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. საჭიროა ე.წ. კატეს გადაღება. ჯერჯერობით ჰყავთ დიღომში. 
ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რამდენიმე საელჩო'', - წერს გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ, 7 მარტს მიიღეს. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 13 წავიდა.

პროტესტის ნიშნად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გამართეს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა და აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics