14:59 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-07 10:19:45, 1312 ნახვა

პოლიტიკა
არა რუსულ კანონს! - პარლამენტთან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტს აპროტესტებენ

არა რუსულ კანონს! - საქართველოს პარლამენტთან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.

ადგილზე ასევე შეიკრიბნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის დამაზიანებელია. 

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს ბიუროს სხდომა, რომელზეც "ხალხის ძალის" კანონპროექტის პლენარულ სესიაზე გატანის დრო უნდა გადაწყდეს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში, დილიდან მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს გადაადგილება შეზღუდული აქვთ.

ცნობისთვის, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ორივე საკომიტეტო მოსმენა აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა.

კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics