16:37 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 21:45:43, 1215 ნახვა

საზოგადოება
7 მარტს, 09:00 საათზე პარლამენტთან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

7 მარტს, 09:00 საათზე პარლამენტთან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. ამის შესახებ ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს.

პარლამენტის წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, რომ ხვალ, 09:00 საათზე გამოცხადდნენ პარლამენტთან, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ "ქართულ ოცნებას" დაანახოს, რომ ქვეყანაში არსებობენ, ადამიანები, რომლებსაც არ სურთ რუსეთი.

ამასთან ერთად, პარტია "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა, განაცხადა, რომ "აგენტების" შესახებ კანონპროექტი არის რუსული და რუსული კანონით "ქართული ოცნება" აპირებს, მეორედ მოახდინოს საქართველოს გასაბჭოება, რაც ქვეყნის მოქალაქეებმა არ უნდა დაუშვან.

ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics