|
2023-03-06 09:52:01, 908 ნახვა
პოლიტიკა
ნუ დაუშვებთ, რომ საქართველოში უკანონოდ აცხადებდნენ ევროპულ მისწრაფებებს - EYP-ის 162 წევრი
ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველოს 162 წევრი „უცხოური გავლენის გამოჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტისთვის სიახლე არ არის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის მიღებამ შეზღუდა EYP-ის საქმიანობა რუსეთის ფედერაციაში და ახალგაზრდების ჩართვა EYP-ის ღონისძიებებში სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა ბელარუსში. ~
"ჩვენთვის, როგორც ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის, გთხოვთ, საკანონმდებლო ორგანოდან გაიწვიოთ ის კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მომავალს. ნუ დაუშვებთ, რომ საქართველო შემდეგი იყოს ისეთი ქვეყნების სიაში, სადაც უკანონოდ აცხადებენ ახალგაზრდების ევროპულ მისწრაფებებს. EYP საქართველო, კავკასიის რეგიონში, ქსელის პირველი წარმომადგენელია და 2007 წლიდან უქმნის საქართველოს ახალგაზრდებს პლატფორმას დისკუსიისთვის, დებატებისთვის ევროკავშირში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. აღიარებიდან დღემდე, ქართველი ახალგაზრდებისთვის, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ოჯახის წევრობა მათი ევროპული მისწრაფებების გამოძახილი და სხვა ევროპელ ახალგაზრდებთან თანასწორ პირობებში ინტეგრაციის უნიკალური შესაძლებლობაა. EYP საქართველომ ორჯერ, 2013 და 2017 წლებში, თბილისში უმასპინძლა ქსელის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას - საერთაშორისო სესიას, რომელმაც დედაქალაქში თავი მოუყარა 40-მდე ქვეყნის 600-ზე მეტ ახალგაზრდას. ჩვენ ვამაყობთ, რომ დაარსებიდან დღემდე, EYP საქართველოს სესიებში 10 000-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული",- ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას თან ახლავს ორგანიზაციის 162 ყოფილი და მოქმედი წევრის ხელმოწერა, სია განახლებადია.
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)