16:42 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 20:20:09, 815 ნახვა

პოლიტიკა
მელია - გუშინ პარლამენტის ყველა „საოცნებო“ სავარძელში იჯდა კოლექტიური გავრილოვი

გუშინ პარლამენტის ყველა „საოცნებო“  სავარძელში იჯდა კოლექტიური გავრილოვი, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია 2 მარტის მოვლენებს.

მისივე თქმით, დადგა მომენტი, როდესაც გაერთიანება და ძალისხმევა სასიცოცხლოდ აუცილებელია, სწორედ ამის გამო, ის განახლებული ენერგიებით აპირებს მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის.

"ავტორიტარული რეჟიმი ერთ დღეში არ მყარდება, მაგრამ დგება ერთი დღე, როდესაც ყველანი ავტორიტარულ რეჟიმში ვიღვიძებთ.

დღეს ერთნაირად ვგრძნობთ და განვიცდით ყველა: ვინც 2012 წელსვე მივიჩნევდით ქართულ ოცნებას რუსულად, ვინც 2016 წელს, 2020 წელს ან გუშინ გააცნობიერა, რომ ქვეყანა რუსულ კურსს კი არ ადგას, არამედ უკვე რუსეთშია.

გუშინ პარლამენტის ყველა „საოცნებო“  სავარძელში იჯდა კოლექტიური გავრილოვი.
დღეს, საქართველო და მისი ისტორია მოითხოვს ერთობას მთავარი იდეის -  საქართველოს თავისუფლების გარშემო.

ბევრჯერ ყოფილა გაერთიანებისა და ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობა, ბევრჯერ მოვახერხეთ კიდევაც, ზოგჯერ - ვერა, მაგრამ ახლა დადგა მომენტი, როდესაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.
მიუხედავად ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა, ვერცერთი შიდაპოლიტიკური და შიდაპარტიული პრობლემა, ვერ იქნება საქართველოს თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი. 
სწორედ ამიტომ, განახლებული ენერგიით ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისათვის.

ძალა ერთობაშია!", - წერს ნიკა მელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics