|
2023-03-03 16:02:04, 738 ნახვა
პოლიტიკა
ბჟანია - საქართველოს ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ ოპოზიცია აფხაზეთში ცუდი მოვლენის მოწყობას გეგმავს
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია არ ეთანხმება მათ, ვინც თვლის, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და „ხრახნების გამკაცრებას“ ისახავს მიზნად. ასლან ბჟანია ანტიდასავლური მოძრაობის პოზიციას იზიარებს და მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ორივე კანონპროექტი უნდა მიიღოს. აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი დადებითად აფასებს მმართველი პარტიის მუშაობასაც, თუმცა საფრთხეს ხედავს ოპოზიციაში. "ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ ქრისტეს წიაღში ვართ და არაფერი გვემუქრება. და ეს იმის მიუხედავად, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ტერიტორიაზე ბომბები და ჭურვები მოდის. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ ოპოზიცია აფხაზეთში არაერთი ცუდი მოვლენის მოწყობას გეგმავს. ეს კანონპროექტი არ საუბრობს „ხრახნების მოჭიმვაზე“, ადამიანებს თავისუფლად აზროვნების, თავისუფლად საუბრის შესაძლებლობის ჩამორთმევაზე",- განაცხადა ასლან ბჟანიამ. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". 2 მარტს, საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტს მხარი მაინც დაუჭირა.
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)