21:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 09:20:06, 726 ნახვა

პოლიტიკა
მაკფოლი - სანქციების ახალ დოკუმენტზე ვმუშაობთ და ჩემი პროგნოზია, რომ საქართველოც მოხვდება

ეჭვი მაქვს, მარტში გვექნება ახალი დოკუმენტი და შევა ისეთ ქვეყნებზე სანქციები, როგორიცაა ბელარუსი და საქართველო, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციებს დააღწიოს თავი, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში განაცხადა. 

მაკფოლი, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის კოორდინატორია, ამბობს, რომ სანქციებზე მომზადებულ დოკუმენტს ევროკავშირსაც წარუდგენენ.

"რაც შეეხება სანქციებს, ჩვენი სანქციების ჯგუფი ხვდება ერთმანეთს რათა განვიხილოთ სანქციების გაძლიერება და ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ვაკეთებთ აქცენტს არის ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან სანქციების გვერდის ავლაში. ჩვენ ვაკეთებთ კვლევას, ჩვენ არ ვართ მთავრობის წევრები, ჩვენ ვწერთ დოკუმენტებს, წარვუდგენთ უკრაინის ხელისუფლებას ევროკავშირს, კანადას, დიდ ბრიტანეთს. ჩვენ გვაქვს ახალი დოკუმენტი რომელზეც ვმუშაობთ და ვაკვირდებით იმ ქვეყნებს, ინდივიდუალურ კომპანიებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს თავი დააღწიონ სანქციებს - მესამე ქვეყნებს. მე ეჭვი მაქვს, რომ მარტში ჩვენ გვექნება ახალი დოკუმენტი და ჩემი პროგნოზია რომ ერთ-ერთი პუნქტი შევა ამ დოკუმენტში ისეთ ქვეყნებზე როგორიცაა ბელარუსი და საქართველო, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციებს დააღწიოს თავი.“ - განაცხადა მაკფოლმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics