21:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 16:05:27, 683 ნახვა

პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში - საპროტესტო აქციის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოს ატოვებინებენ

პარლამენტში, სადაც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი უნდა განიხილონ, ხმაურია. მანდატურის სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და მედია სექტორს საკანონმდებლო ორგანოს ატოვებინებს. 

ადგილზე შეკრებილები საკომიტეტო სხდომათა დარბაზში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა მმართველმა პარტიამ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მხოლოდ მათი მომხრეები დაუშვა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა. 

პარლამენტის ფოიეში მანდატურის სამსახურის კორდონია მობილიზებული. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. ადგილზე შეკრებილი არიან არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics