18:57 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 10:35:42, 477 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, ამ ქვეყანას უთანასწორო ომში არ შევიყვანთ

სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, ამ ქვეყანას უთანასწორო ომში არ შევიყვანთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ქვეყანას ომში შესვლა არ შეუძლია, ეს არ არის ქართული, ეროვნული ინტერესები.

„იმ ხალხს, რომელიც იბრძვის რეალურად საქართველოს წინააღმდეგ, იმ ხალხს, რომელიც ცდილობს ამ ქვეყნის შეთრევას რაღაც ცუდ ამბებში: ომში, უბედურებაში, იმ ხალხს, რომელიც მხარს უჭერს გარედან მომავალ შანტაჟს, შვეიცარიის საბანკო სისტემიდან დაწყებული, მხარს უჭერს სპეკულაციებს სააკაშვილზე და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პირდაპირ მოწოდებებს ომში ჩართვაზე - ამ ყველაფერს აქვს ერთი დიდი საერთო სათავე და მიზანი, რომ ეს ქვეყანა ომში შევიდეს. ამ ქვეყანას ომში შესვლა არ შეუძლია, ეს არ არის ქართული ეროვნული ინტერესები და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ რაც არ უნდა მოხდეს. სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს ამ ქვეყანას ჩვენ უთანასწორო ომში არ შევიყვანთ. ამას ყველა უნდა შეეგუოს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics