|
2023-03-02 10:32:08, 459 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი „საქართველოს აკვაკულტურის განვითარების ეროვნული სტრატეგიის” საჯარო დისკუსიას დაესწრო
„საქართველოს აკვაკულტურის განვითარების ეროვნული სტრატეგიის” საჯარო დისკუსიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანს დაინტერესებული მხარეებისთვის აკვაკულტურის სტრატეგიის წარდგენა და დოკუმენტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებამდე, მათთან კონსულტაციების გავლა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა, რომლებმაც, გამოცდილების გაზიარებითა და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, დოკუმენტის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. „ჩვენ დავიწყეთ მუშაობა აკვაკულტურის სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე, სადაც მოხდა დეტალური ანალიზი, თუ რა გამოწვევები აქვს სექტორს, რა მიმართულებებით გვაქვს ინტენსიურად სამუშაო კერძო სექტორის და ასოციაციების ჩართულობით და სად შეიძლება იყოს საჭირო სახელმწიფოს თანამონაწილეობა, როგორ შეიძლება სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს სექტორის შემდგომ განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი მთავარი პარტნიორია, განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ სურსათის უვნებლობის და სოფლის განვითარების კომპონენტზე. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ევროკავშირი გვეხმარება აკვაკულტურის სექტორის განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა. მათივე ცნობით, საჯარო დისკუსია ევროკავშირის მიერ მხარდაჭრილი პროექტის ENPARD IV ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ჩართულობით გაიმართა. „საქართველოს აკვაკულტურის სექტორს ნამდვილად აქვს მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისა და რეალიზების პოტენციალი. მოხარული ვარ, რომ სტრატეგიის განვითარების მხრივ საბოლოო ნაბიჯს ვდგამთ. ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის აღსრულებით, საქართველო საკუთარი პოტენციალის გამოყენებას და, შესაბამისად, აკვაკულტურის ტრანსოფრმაციას შეძლებს, რაც სოფლებში ეკონომიკური განვითარების ახალ გზებს შექმნის და ფოკუსირებული იქნება ინკლუზიურობასა და გარემოსა და სოციალურ მდგრადობაზე“, - განაცხადა FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა. შეხვედრის მონაწილეებმა, სამუშაო პროცესის დროს, საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს, რომელიც საბოლოო დოკუმენტში იქნება გათვალისწინებული.
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)