|
2023-03-02 10:13:12, 445 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის სამედიცინო მიზნით გათავისუფლების საკითხი უნდა განიხილოს - Amnesty International, HRW
საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე, აყენებს მას სიკვდილის, მუდმივი ინვალიდობისა ან ჯანმრთელობის სხვა შეუქცევადი ზიანის საფრთხის წინაშე, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც Amnesty International-ი და Human Rights Watch-ი ავრცელებენ. ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია რეაგირება ორგანიზაციების შეშფოთებაზე, რაც მიმდინარე წლის 10 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი გაგზავნილ ერთობლივ წერილში გამოთქვეს. „მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა შეიძლება წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახავ მოპყრობას წარმოადგენს და მის სიცოცხლეს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს... საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის, განიხილოს მისი გათავისუფლება სამედიცინო ნიშნით“, - ამბობს Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი. Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის, ჰიუ უილიამსონის განცხადებით კი, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში, პატიმრობიდან გაათავისუფლებს იმ პირებს, რომელთა პატიმრობაში დარჩენა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებლად მიიჩნევა. „პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს, სადაც განკურნებადი პირობები ტრაგიკულად ფატალური ხდება“, - თქვა ჰიუ უილიამსონმა.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)