18:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 19:10:37, 655 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი რუსულ კანონპროექტზე - რა არის ამ კანონის მიღების ნამდვილი მიზეზი, რა დგას იმის უკან, რაც საფრთხეში ჩააგდებს ევროატლანტიკურ მომავალს

მაინტერესებს, რატომ ხდება ეს, რა არის ამ კანონის მიღების ნამდვილი მიზანი და მიზეზი, რა დგას იმის უკან, რაც საქართველოს არ სჭირდება და რაც საფრთხეში ჩააგდებს იმ ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ერის არჩევანია, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა რუსული კანონპროექტის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, ევროკავშირმა და ამერიკამ არაერთხელ მოუწოდეს მთავრობას და პარლამენტს არ მიიღონ ეს კანონი, ვინაიდან ეს ინიციატივა შეაფერხებს იმ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ჯგუფების მუშაობას, ვინც ქართველების დახმარებას ცდილობს და საერთო მიზნებზე მუშაობენ.

"მთავარი შეკითხვა ისაა, რა არის საქართველოს ინტერესებში. ვერსიას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია სჭირდება თუ არა ქვეყანას ეს კანონი, რადგან ეს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს. საქართველოს ბევრმა მეგობარმა მსოფლიოს გარშემო ევროპულმა საბჭომ, გაერომ, ევროკავშირმა და ამერიკამ არაერთხელ მოუწოდეს მთავრობას და პარლამენტს არ მიიღონ ეს კანონი, ეს ინიციატივა შეაფერხებს იმ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ჯგუფების მუშაობას, ვინც ქართველების დახმარებას ცდილობს და საერთო მიზნებზე მუშაობენ, მიზნებზე, რომელიც მომავალს ემსახურება. ეს საქართველოს არ სჭირდება, მაინტერესებს, რატომ ხდება ეს, რა არის ამ კანონის მიღების ნამდვილი მიზანი და მიზეზი, რა დგას იმის უკან, რაც საქართველოს არ სჭირდება და რაც საფრთხეში ჩააგდებს იმ ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ერის არჩევანია", - განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.

კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". 

მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი აცხადებს, რომ ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს და პირველი მოსმენით იქნება მიღებული. შემდეგ კი, დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics