21:33 - 21 Jul, 2026
|
2014-12-21 23:37:13, 5044 ნახვა
სამართალი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტი დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა 1500 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ, შესაბამისი ნებართვის გარეშე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალასთავში მდებარე წყალსაქაჩ სადგურში დამონტაჟებული წყლის ტუმბო გაასხვისა. საგამოძიებო სამსახური დანაშაულში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)