18:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 22:15:06, 682 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი - ომი ვინ დაიწყო, ეს არც სტრასბურგის და არც ჰააგის განხილვის საგანი არ ყოფილა - ნაცები უბრალოდ იტყუებიან

ომი ვინ დაიწყო, ეს არც სტრასბურგის და არც ჰააგის განხილვის საგანი არ ყოფილა - ნაცები უბრალოდ იტყუებიან და ამ მზაკვრულ კითხვას ორი ადრესატი ყავს - ნაცმოძრაობა და ქალბატონი პრეზიდენტი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი ნარატივი არის ის, რომ თუ კი ვინმე დასვამს კითხვას, რატომ დაუჭირეს ქართველი ჯარისკაცების ომის დანაშაულში დადანაშაულებას მხარი, ის არის რუსეთუმე და მათ ეს არ გაუვათ.

"რამდენიმე უმარტივესი სიმართლე:

1. ომი ვინ დაიწყო, ეს არც სტრასბურგის და არც ჰააგის განხილვის საგანი არ ყოფილა - ნაცები უბრალოდ იტყუებიან და ამ მზაკვრულ კითხვას ორი ადრესატი ყავს - ნაცმოძრაობა და ქალბატონი პრეზიდენტი.

2. სტრასბურგის განხილვის თემა უფლებების დარღვევებს შეეხებოდა - ეს დავა მოვიგეთ.

3. ჰააგის განხილვის თემა ომის დანაშაულს შეეხებოდა - ეს დავაც მოვიგეთ.

4. ნაცებმა მთავარი მტკიცებულება, რუსული “ისკანდერის” ნაწილი დამალეს, გამოძიებას არ წარუდგინეს. ის 2013 წლის შემდეგ ჩვენს მიერ იქნა მოპოვებული და წარდგენილი.

5. ნაცებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც რუსებს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზეც ხელი მოუწერეს.

6. ამ ყველაფრის ფონზე, ნაცებს კიდევ ყოფნით თავხედობა, ქონდეთ თემის შეტრიალების მცდელობა.

7. მთავარი კითხვა: რატომ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას იმ მოცემულობით და რა შეიძლება დაერქვას მათ ამ ქმედებას ღალატის გარდა?!

8. ნაცების დღევანდელი ნარატივი: ვინც კითხვას დასვამს, რატომ დაუჭირეს ქართველის ჯარისკაცების ომის დანაშაულში დადანაშაულებას მხარი, ის რუსეთუმე და პუტინისტია.

არ გაუვათ!!!", - წერს იონათამიშვილი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics