|
2023-02-28 22:05:03, 647 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - ცდილობენ, საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ, რომ საქართველო იყო ომში დამნაშავე, ეს არის მათი სამარცხვინო ილუსტრაცია
ცდილობენ, საზოგადოების ნაწილი და საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ, რომ საქართველო იყო ომში დამნაშავე, ეს არის მათი სამარცხვინო ილუსტრაცია, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმდჯომარე, გიგა ბოკერია მამუკა მდინარაძის მიერ ფრიდონ ინჯიას მიერ გახმაურებულ ინიციატივაზე გაკეთებულ განცხადებას. მისივე თქმით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აღარავის უჩნდება კითხვები თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, ყველა ნათლად დარწმუნდა რუსეთის ბრალეულობაში, თუმცა ქართული ოცნება და ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს გამოასწოროს ეს "შეცდომა" და დაუდასტუროს საზოგადოების ნაწილს, რომ ძველი მთავრობა, რადგან ის ქართველ ხალხს წარმოადგენდა, არის დამნაშავე ომში. “ახლა უკრაინის წინააღმდეგ ამ ბოლო აგრესის შემდეგ დასავლეთშიც და ჩვენი ქვეყნის შიგნითაც კი, თუ ვინმეს ჰქონდა რუსული პროპაგანდის გამო არეული სურათი თავში, რომ ვისი ბრალი იყო აგვისტოს ომი, ეს კითხვა მოიხსნა ფაქტობრივად, თუმცა ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილის რეჟიმმა როგორც ჩანს უნდა გამოასწორონ ეს ბრჭყალებში შეცდომა, უნდა დაუდასტურონ ჩვენი საზოგადოების ნაწილს, ვისაც სჯერა მათი და საერთაშორისო საზოგადოება, რომ ძველი მთავრობა, ანუ საქართველო, რადგან ის ქართველ ხალხს წარმოადგენდა, არის დამნაშავე ამ ომში ამისთვის აკეთებენ ყველაფერს, და სწორედ მათ შორისაა ომის შიშის დანერგვის საკითხიც”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)