2023-02-28 20:52:05, 826 ნახვა
საზოგადოება
მ.ს „ვაჟა-ფშაველაზე“ მოქალაქე ლიანდაგებში ჩავარდა - საბურთალოს ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია
თბილისის მეტროსადგურში საბურთალოს ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია.
"ექსპრესნიუსი" დაუკავშირდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, სადაც განუცხადეს, რომ მ.ს "ვაჟა-ფშაველაზე" მოქალაქე ლიანდაგებში ჩავარდა, სწორედ ეს გახდა მეტროს შეფერხების მიზეზი.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახური, მეტროს მუშაობა სიტუაციის განმუხტვისთანავე განახლდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,