21:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 16:01:01, 1005 ნახვა

პოლიტიკა
TI - პოლიტიკური შემოწირულობის 50% მმართველ პარტიაზე მოდის, მეორე ადგილზეა - „ალტ-ინფო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალურ საინფორმაციო ბიულეტენს აქვეყნებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 742 230 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 370 000 ლარი (50%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზეა „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) 158,098 ლარით, ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 151 337 ლარით.

"საანგარიშო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ 370,000 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. დონორთა უმრავლესობა მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ მსხვილ ბიზნესჯგუფებს წარმოადგენს. ამ ქვეთავში დეტალურად მიმოვიხილავთ მათ ბიზნეს ინტერესებს და ხელისუფლებასთან შესაძლო კავშირებს",- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. 

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ცნობით, საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამურად 102 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს, წარსულში კი სულ 223 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული. ამავე პერიოდში მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 51 000 ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს, წარსულში კი მათ სულ 19 მილიონი ლარის პირდაპირი კონტრაქტი აქვთ მიღებული.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics