20:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 13:58:55, 732 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - გგონიათ, რომ დასავლეთს საჯაროდ აგინებენ, აბრალებენ, რომ ომში ჩვენი ჩართვა უნდა და სამხედროებს სხვა რამეს ეუბნებიან?

გგონიათ, რომ დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება საჯაროდ აგინებს დასავლეთს, აბრალებს, რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდა და ჯარში სამხედროებს სხვა რამეს ეუბნება? - ამ შეკითხვით "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციურ პარტიებსა და მათ ლიდერებს მიმართავს.

ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და ინტერესდება, რატომ უჭერს მხარს ოპოზიცია "პრორუსი ან პირდაპირ რუსი ხელისუფლების მიერ" ჯარში ახალგაზრდების წაყვანას.

"ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური გარდა იმისა, რომ ამორალური და ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით არაეფექტურია, წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მასების ცნობიერებაზე ზემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო და აპრობირებულ ინსტრუმენტს. ახალგაზრდების, თაობების მასიურად ტვინების წმენდა თუ გინდა, მისწრებაა. ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა და იყენებს.

ჰოდა, როცა ამბობთ (სამართლიანად) რომ დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის ინტერესების გამტარებელია ან პირდაპირ რუსეთის დასმულია და ყველგან და ყველაფერში იმას აკეთებს, რაც რუსეთს ესიამოვნება ან არ გააღიზიანებს, ეგ ჯარზე არ ვრცელდება? გგონიათ, რომ საჯაროდ აგინებენ დასავლეთს, აბრალებენ რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდა და ჯარში სამხედროებს სხვა რამეს ეუბნებიან? კონტაქტები არ გაქვთ და არ იცით რას ეუბნებიან?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ გულწრფელად გჯერათ რომ ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის, რატომ უნდა უჭერდე მხარს პრორუსი ან პირდაპირ რუსი ხელისუფლების მიერ ჯარში ახალგაზრდების წასხმას? ამას აკეთებს ბიძინა ახლა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით და ამ მავნებლობის მხადაჭერით, პირდაპირ ეხმარებით მას და შესაბამისად, რუსეთს. ჰოდა, რანაირად უთავსებთ ერთმანეთს ამ ყველაფერს? ასე რთულია ამის გააზრება?" - მიმართავს ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics