21:10 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 13:26:23, 1524 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - შოლცი და მაკრონი ამბობენ, რომ პუტინთან კომუნიკაციას გააგრძელებდნენ, თუმცა ინიციატივა არ ყოფილა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ღიაა უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით არც გერმანიის კანცლერი და არც საფრანგეთის პრეზიდენტი კონტაქტს არ ამყარებს.

როგორც პესკოვმა სამთავრობო გამოცემა „იზვესტიასთან“ საუბარში განაცხადა, კრემლი ოლაფ შოლცთან და ემანუელ მაკრონთან სასაუბროდ მუდმივ რეჟიმში მზადაა. 

"მოვისმინეთ შოლცისა და მაკრონის ბევრი განცხადება, რომლებიც ამბობდნენ, რომ გააგრძელებდნენ პუტინთან კომუნიკაციას, რათა ეძებონ გზები და გამოსავალი სიტუაციიდან. თუმცა, ბოლო დროს არანაირი ინიციატივა არ ყოფილა,"- ამბობს პესკოვი. 

ამავდროულად, პესკოვის თქმით, პუტინი ღიაა „ნებისმიერი კონტაქტისთვის, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს რუსეთს საკუთარი მიზნების მიღწევაში“.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის შუა რიცხვებში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ საფრანგეთს სურდა რუსეთის დამარცხება უკრაინაში, მაგრამ არასოდეს სურდა მისი „განადგურება“.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ემანუელ მაკრონი კრემლთან ორმაგ დიპლომატიაში დაადანაშაულა და რუსეთის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო გაკიცხა. ზახაროვას თქმით, საფრანგეთის ისტორია ემანუელ მაკრონით არ დაწყებულა და "მოსკოვს ჯერ კიდევ ახსოვს ნაპოლეონ ბონაპარტის ბედი". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics