|
2023-02-28 13:21:58, 722 ნახვა
პოლიტიკა
პარტია „მოქალაქეები“ სახალხო დამცველის კანდიდატად ლევან იოსელიანს წარადგენს
პარტია „მოქალაქეები“ სახალხო დამცველის კანდიდატად ლევან იოსელიანს წარადგენს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ლევან იოსელიანი არის პარლამენტში ერთადერთი ადამიანი, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსი. "ჩვენმა პარტიამ მივიღეთ ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ და ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნისთვის სწორი. ყველა ვხედავთ, რომ ამ პარლამენტში სულ რამდენიმე ადამიანია, შესაძლოა მხოლოდ ერთი, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსი. მე მინდა ლევენ იოსელიანი წარვადგინო სახალხო დამცველის კანდიდატად,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. ომბუდსმენის პოსტზე გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე, მარიკა არევაძე, თინათინ ერქვანია, გიორგი მარიამიძე, ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან ჩაჩავა, ნიკოლოზ ნიკოლაძე, ალექსანდრე კობაიძე, იაგო ხვიჩია, სოფიო დემეტრაშვილი, ჯემალ ნათელაშვილი, ლევან კოკორაშვილი, გიორგი ცობეხია, მაკა მინდიაშვილი, ევგენია თავაძე და სერგო მახარაძე არიან წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ ომბუდსმენის კანდიდატურა არ წარუდგენია თავად მმართველ პარტიას.
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)