|
2023-02-27 18:02:54, 1051 ნახვა
სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „TV პირველის“ ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი მოქალაქე ამხილა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „TV პირველის“ ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი მოქალაქე ამხილა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 20 დეკემბერს, ტელეკომპანია “TV პირველის” ოპერატორი - ნ.კ. თბილისში, ფონიჭალაში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა დ.მ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ოპერატორ ნ.კ.-ს ვიდეოკამერას ხელი დაარტყა, რის შედეგადაც ნ.კ.-მ წონასწორობა დაკარგა და წაიქცა. აღნიშნული ქმედებით, ნ.კ.-ს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა და დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. აღნიშნულის საფუძველზე, 2023 წლის 27 თებერვალს დ.მ.-ს მიმართ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)