|
2023-02-27 11:07:56, 981 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ BOG sCoolApp–ს 50 000 მოსწავლე იყენებს
„საქართველოს ბანკმა“ ყველაზე ციფრული და თანამედროვე თაობისთვის სრულიად ახალი პროდუქტი, პირველი მობილური აპლიკაცია BOG sCoolApp-ი რამდენიმე თვის წინ შექმნა. აპლიკაციას უკვე 50 000 მოსწავლე საკუთარი ჯიბის ფულის, ნაშთების ციფრული კონტროლისთვის, ასევე, მობილური ბალანსის დამოუკიდებლად შევსებისა და თანხის მეგობრებთან განსხვავებული, სახალისო გზით გადარიცხვისთვის იყენებს. ამასთან, მოსწავლეები აპლიკაციის მეშვეობით იღებენ სპეციალურ შეთავაზებებს მათთვის საყვარელი ობიექტებისგან, ეცნობიან სიახლეებს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ოლიმპიადებისა თუ საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ. BOG sCoolApp-ი მთლიანად სკოლის მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული. მისი შექმნის მიზანი მარტივი ფუნქციონალის გამოყენებით ახალგაზრდა თაობისთვის ფინანსური განათლების, ეკონომიკური აზროვნებისა და საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილების შეთავაზებაა. თუმცა, ეს BOG sCoolApp-ის შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია. მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტი ბენეფიტის შესაქმნელად აპლიკაცია მუდმივად ვითარდება. ახლახანს პლატფორმას ყულაბის ფუნქციონალი დაემატა, რომლის დახმარებითაც, მოსწავლეები შეძლებენ დამოუკიდებლად დააგროვონ თანხა და აქციონ საკუთარი მიზნები რეალობად. „ეკონომიკური გადაწყვეტილებები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათ ეფექტურობას ფინანსური ცნობიერება განაპირობებს. რაც უფრო ადრეული ასაკიდან მივაჩვევთ ბავშვებს ფინანსური აქტივების დამოუკიდებლად მართვას, მით უფრო მარტივად შეძლებენ ისინი გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებას. BOG sCoolApp-ის მეშვეობით, ახალგაზრდები სკოლის ასაკიდანვე სწავლობენ ბიუჯეტირებასა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ხელს უწყობს მათში ეკონომიკური აზროვნების განვითარებას და ქვეყანაში ფინანსური ცნობიერების დონის ამაღლებას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი. მარტივი და მოქნილი ფუნქციონალი, თანხის გადარიცხვის სახალისო გზები და ტრანზაქციების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობა ის მთავარი კომპონენტებია, რომლებიც აპლიკაციას მოსწავლეებისთვის საინტერესო და მიმზიდველ პროდუქტად აქცევს. თუმცა, „საქართველოს ბანკის“ გუნდი არ ჩერდება და აქტიურად მუშაობს ახალი შეთავაზებების დამატებაზე, რომელიც სკოლის მოსწავლეებს განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს. აპლიკაციის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://scoolapp.ge/6bFF
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)