20:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-25 15:29:06, 2239 ნახვა

პოლიტიკა
ნორვეგიის საგარეო „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - უარყოფითად იმოქმედებეს ნორვეგია-საქართველოს ურთიერთობაზე

კანონპროექტი უარყოფითად იმოქმედებს ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე,- ასე ეხმაურება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოურ გავლენის აგენტებზე".

სამინისტრო პარალემნტარებს მოუწოდებს, არ წავიდნენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების წინააღმდეგ და არ მიიღონ ეს კანონი. 

"შემაშფოთებელია საკანონმდებლო პროექტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს „უცხოური აგენტად“ განსაზღვრავს. ეს არის ქართველი ხალხის მტკიცე ევროპული მისწრაფებებისა და ადამიანის უფლებების ვალდებულებები წინააღმდეგ. ეს [კანონპროექტი] უარყოფითად იმოქმედებეს ნორვეგია-საქართველოს ურთიერთობაზე. ნორვეგია მოუწოდებს კანონმდებლებს იმოქმედონ დემოკრატიული ინტერესების მიხედვით",- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". 

ამასთან, როგორც გუშინ მმართველი პარტიის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა "ქართული ოცნება" „უცხოური აგენტების შესახებ“ შესახებ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics