21:48 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-25 12:38:40, 1610 ნახვა

ომი უკრაინაში
WSJ: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი განიხილავენ უკრაინის ნატოს რესურსებზე წვდომის მიცემას

გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერები ნატო-სა და უკრაინას შორის მჭიდრო კავშირს ხედავენ, როგორც კიევის წახალისების საშუალებას, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან, მაშინაც კი, თუ უკრაინის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია.- ინფორმაციას The Wall Street Journal სამი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასულ კვირას, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა გამოაქვეყნა შეთანხმების გეგმა, რომელიც ომის დასრულების შემდეგ უკრაინას გაცილებით მეტ ხელმისაწვდომობას მისცემს მოწინავე სამხედრო აღჭურვილობას, იარაღსა და საბრძოლო მასალას თავდაცვისთვის. ეს გეგმა ივლისში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე იქნება წარმოდგენილი. მას ასევე მხარს უჭერენ გერმანია და საფრანგეთი და სამივე მთავრობა, WSJ-ის თანამოსაუბრეების თქმით, უკრაინის მთავრობას რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების სტიმულის მიცემის გზად მიიჩნევს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადეს, რომ მას თებერვლის დასაწყისში პარიზში გამართულ შეხვედრისას უნდა დაეწყო რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განხილვა.

ელისეს სასახლეში ვახშმის დროს მაკრონმა უთხრა ზელენსკის, რომ სასიკვდილო მტრებმაც კი, როგორიც საფრანგეთი და გერმანიაა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მშვიდობა დაამყარეს, WSJ-ის თანამოსაუბრეების თქმით.

ოფიციალური პირების თქმით, აღნიშნული შეთანხმება არ შეიცავს ვალდებულებებს ნატოს ძალების უკრაინაში განლაგების შესახებ და არ შესთავაზებს კიევს დაცვას კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების მეხუთე პუნქტის შესაბამისად. თუმცა, უკრაინას მიეცემა სამხედრო საშუალებები, რათა შეაჩეროს ნებისმიერი მომავალი რუსული თავდასხმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics