20:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-24 21:49:29, 849 ნახვა

პოლიტიკა
აქცია, სახელად - „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“, დასრულდა

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია, სახელად - „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“, დასრულდა.

აქციის ბოლოს შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები. აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი  იყო, დაანახონ ომში მყოფ ქვეყანას საქართველოს ხალხის მხარდაჭერა და ხაზი გაუსვან, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ირჩევს. 

მანამდე მეტროსადგურ "რუსთაველიდან" პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას უკრაინელმა ლტოლვილებმა მოაწყვეს. მსვლელობის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ დაგეგმილ უკრაინის სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა მიმართეს, მათ შორის იყო კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.  კლიჩკოს თქმით, საქართველო და უკრაინაც წარმატებით გადალახავს დასავლეთისკენ მიმავალ გზას და გახდებიან ევროკავშირის წევრები. 

წალენჯიხის მერმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უკრაინის სოლიდარობის აქციაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და ეს სამარცხვინო პერიოდი საქართველოსთვის საბოლოოდ ჩაბარდება ისტორიას. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics