20:28 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-24 14:45:03, 819 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერი დიდ დიღომში რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში საბურთალოს რაიონის გამგეობამ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. აღნიშნული ტერიტორია ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრთან მდებარეობს. 

მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის გამგებელთან, გაიოზ ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.  

„დიდ დიღომში რეკრეაციული სივრცე ეწყობა. გასულ წელს თბილისის მერიამ და ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთობლივად განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტი - აშენდა საფეხბურთო სკოლა, რომელსაც პირველ რიგში, აქ მცხოვრები ახალგაზრდები და პატარები იყენებენ. სპორტული მოედნის მშენებლობის დროს ზოგიერთი მოქალაქე გამოხატავდა პროტესტს - სურვილი ჰქონდათ, სტადიონის ნაცვლად პარკი გაშენებულიყო, თუმცა, არსებული პროექტი სპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ყოველთვის ვუწყობთ ხელს. მაშინ ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ ირგვლივ არსებული ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდებოდა და რეკრეაციული სივრცე გაშენდებოდა. აღნიშნულ სამუშაოებს, რომელიც ზაფხულისთვის დასრულდება, საბურთალოს რაიონის გამგეობა აწარმოებს. ტერიტორია ყველანაირად კეთილმოეწყობა - დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა განათების სისტემა, სარბენი და სასეირნო ბილიკები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეკრეაციული სივრცე 5000 კვ. მ ფართობზე ეწყობა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics